back to top

ხშირად დასმული კითხვები

1.
როგორია ქსელურ მზის ელექტროსადგურის მუშაობის პრინციპი? plus icon close icon
ქსელური მზის ელექტროსადგური მზის პანელების საშუალებით გარდაქმნის მზის ენერგიას ელექტროენერგიად, რომელიც პირდაპირ მიეწოდება ელექტროგამანაწილებელ ქსელს. ამ ტიპის სისტემა საშუალებას გაძლევთ, საკუთარი მოხმარებისთვის გამოიყენოთ გამომუშავებული ენერგია, ხოლო ჭარბი ენერგია ქსელში გადასცეთ.
2.
რას ნიშნავს ნეტო აღრიცხვა და როგორ შეიძლება ამ პროგრამაში ჩართვა? plus icon close icon
ნეტო აღრიცხვა არის სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია მიაწოდოთ ქსელს და საჭიროების შემთხვევაში ქსელიდანაც მიიღოთ. ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩასართავად, უნდა მიმართოთ თქვენს გამანაწილებელ კომპანიას განაცხადით, რომლებიც 10-20 დღეში თქვენს სისტემას მიაერთებენ ქსელთან.
3.
რა პრინციპით ფუნქციონირებს დამოუკიდებელი მზის ელექტროსადგური? plus icon close icon
ქსელისგან დამოუკიდებელი, ანუ კუნძულოვანი მზის ელექტროსადგური მზის ენერგიას აკუმულატორებში ინახავს, რაც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიღებას მაშინაც, როდესაც მზის შუქი არ არის. ეს სისტემა არ არის დაკავშირებული ცენტრალურ ქსელთან და სრულად დამოუკიდებელია.
4.
რა სახის მზის ელექტროსადგური უნდა ავირჩიო? plus icon close icon
თქვენი საჭიროებების მიხედვით შეიძლება შეარჩიოთ შემდეგი ტიპის სისტემები: ქსელური სისტემა – თუ გსურთ ხარჯების შემცირება და ქსელთან დაკავშირება. ქსელისგან დამოუკიდებელი სისტემა – თუ გსურთ ელექტროენერგიის მიღება ქსელზე დამოუკიდებლად. ჰიბრიდული სისტემა – თუ გსურთ ქსელთან დაკავშირება და სარეზერვო ენერგიის გამოყენება.
5.
რა სიმძლავრის მზის სადგური მჭირდება 100 კვ.მ ბინისათვის? plus icon close icon
ბინის ზომა პირდაპირ არ განსაზღვრავს სადგურის სიმძლავრეს. მნიშვნელოვანია თქვენი საშუალო თვიური მოხმარების განსაზღვრა კილოვატსაათებში (კვტ.სთ). ამ მონაცემის მიხედვით შეძლებთ შესაბამისი სიმძლავრის სისტემის შერჩევას.
6.
რა უნდა გავითვალისწინო, თუ სახლს ვაშენებ და მინდა მზის ელექტროსადგურისთვის წინასწარი მომზადება? plus icon close icon
რეკომენდირებულია მზის პანელების წინასწარ გათვალისწინება მშენებლობის პროცესში, რაც მოიცავს სახურავის შესაბამისი დახრის კუთხის და ზედაპირის გათვალისწინებას.
7.
რა განსხვავებაა პოლიკრისტალინისა და მონოკრისტალინის პანელებს შორის? plus icon close icon
პოლიკრისტალინის პანელები შედარებით დაბალი ღირებულებისაა და აქვთ კარგი წარმადობა ნაკლებ მზის პირობებში, მაშინ როცა მონოკრისტალინის პანელები გამოირჩევიან მაღალი ეფექტურობით და უფრო მეტად უძლებენ ტემპერატურულ ცვლილებებს.
8.
სთავაზობთ თუ არა მზეს მიყოლილი ("სოლარ ტრეკერების") სისტემებს და რამდენად ზრდიან ისინი ენერგიის გამომუშავებას? plus icon close icon
სოლარ ტრეკერები მზის მიმართულებას მიჰყვებიან, რაც 10-25%-ით ზრდის სისტემის წარმადობას, თუმცა ტრეკერების დამონტაჟება საჭიროებს დამატებით რესურსებს და კომპლექსურ ინსტალაციას.
9.
მინდა დავაყენო ისეთი სისტემა, რომელიც ამუშავებს მაცივარს, სარეცხ მანქანას, ტელევიზორს და ა.შ. რა სიმძლავრის სისტემა უნდა დავაყენო? plus icon close icon
საჭიროა გამოთვალოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჯამური მოხმარება და შემდეგ შეარჩიოთ შესაბამისი სიმძლავრის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მათ მუშაობას ერთდროულად.
10.
შესაძლებელია თუ არა მზის ელექტროსადგურის გამოყენება გათბობისათვის? plus icon close icon
დიახ, მზის ელექტროსადგურის გამოყენება შესაძლებელია გათბობის სისტემებისთვისაც, თუმცა ამისათვის საჭიროა შესაბამისი სიმძლავრის სისტემა და დამატებითი ინვერტორები ან აკუმულატორები.
11.
რა არის მზის სადგურის კომპონენტების მომსახურების ვადა და რამდენი ხანი მუშაობენ? plus icon close icon
მზის პანელები, საშუალოდ, 25-30 წლის განმავლობაში ინარჩუნებენ წარმადობის მაღალ დონეს, ხოლო ინვერტორებს აქვთ 10-15 წლის გარანტია.
12.
რომელი ტიპის ქსელურ ინვერტორებს იყენებთ და რა ვადა აქვს მათ გარანტიას? plus icon close icon
ჩვენ ვიყენებთ ხარისხიან ქსელურ ინვერტორებს, რომლებიც 10-15 წლიანი გარანტიით მოდიან. კონკრეტული მოდელი და ტექნიკური მახასიათებლები შეიძლება დამოკიდებული იყოს თქვენს მოთხოვნებზე.
13.
რა სერვისებს სთავაზობს თქვენი კომპანია მზის ენერგიის გამოყენების მსურველებს? plus icon close icon
ჩვენ გთავაზობთ მზის პანელების სხვადასხვა ტიპის სისტემებს – ქსელურ, ქსელისგან დამოუკიდებელ და ჰიბრიდულ სისტემებს, რომელიც დაგეხმარებათ როგორც ელექტროენერგიის ხარჯების შემცირებაში, ასევე სრული ენერგო დამოუკიდებლობის მიღწევაში.