გათბობა ჩართეთ, მაგრამ ოთახში მაინც სიცივეა – ეს შეგრძნება ბევრ ადამიანს საკუთარ თავზე გამოუცდია. ხშირად ამის მიზეზი გათბობის სისტემა კი არა, არასწორად შერჩეული რადიატორია.
რადიატორის არჩევისას ადამიანები ხშირად ფიქრობენ ფერზე, ფორმასა და ზომაზე. გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე ლამაზ რადიატორსაც კი ფასი ეკარგება, თუ ის ოთახს კარგად ვერ ათბობს.
რადიატორის სიმძლავრე, პირველ რიგში, ოთახის ფართობის, ჭერის სიმაღლისა და სითბოს დანაკარგის მიხედვით უნდა განისაზღვროს. არსებობს ფორმულა, რომელიც საორიენტაციოდ გამოიყენება: ოთახის ფართობი მრავლდება საშუალო სიმძლავრეზე (დაახლოებით 100 ვატი კვადრატულ მეტრზე), შემდეგ კი კორექტირდება ჭერის სიმაღლის, ფანჯრების რაოდენობისა და თბოიზოლაციის მიხედვით.
აქვე ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ გათბობის სისტემის შერჩევისას მხოლოდ კონკრეტული რიცხვით ვერ იხელმძღვანელებთ.
ყველა ოთახი ერთმანეთისგან განსხვავდება. ერთ სივრცეს მაღალი ჭერი აქვს, მეორეს – დიდი ფანჯრები. ზოგი სახლი კარგად არის იზოლირებული, ზოგში კი სითბოს დანაკარგი უფრო მაღალია. ამიტომ რადიატორის შერჩევისას მხოლოდ ფართობის გათვალისწინება ყოველთვის საკმარისი არ არის.
ტექნიკურად არასწორად შერჩეული რადიატორი არის მუდმივად გადახდილი ზედმეტი კომუნალური ხარჯი.
როგორ გამოთვალოთ რადიატორის სიმძლავრე?
არსებობს ყველაზე მარტივი საორიენტაციო ფორმულა, რომელიც ასეთია:
ოთახის ფართობი × 100 ვატი = საჭირო სიმძლავრე. გაითვალისწინეთ, ეს ფორმულა სტანდარტული პირობების შემთხვევაში გამოიყენება.
მაგალითად, 20 კვ.მ ფართობის ოთახისთვის საჭირო სიმძლავრე დაახლოებით 2000 ვატია. რადიატორის სიმძლავრის არჩევისას ასევე გაითვალისწინეთ DT60 – ეს არის პირობა, რომლის მიხედვითაც რადიატორის თბოგაცემის სიმძლავრე განისაზღვრება.
მაგრამ ეს მაჩვენებელი ყოველთვის ერთნაირი არაა. მას რამდენიმე ფაქტორი ცვლის:
- ჭერის სიმაღლე – რაც უფრო მაღალია ჭერი, მით მეტი სივრცეა გასათბობი, ამიტომ სიმძლავრეც უფრო მეტი გვჭირდება;
- ფანჯრები – დიდი ან რამდენიმე ფანჯრის არსებობის შემთხვევაში სითბოს დანაკარგი შეიძლება გაიზარდოს;
- ოთახების მდებარეობა – მაგალითად, კუთხის ოთახს, რომელსაც ორი გარე კედელი აქვს, შესაძლოა უფრო მეტი გათბობის სიმძლავრე დასჭირდეს, ვიდრე შიდა ოთახს;
- თბოიზოლაცია – კარგად მოწყობილი სისტემის შემთხვევაში სახლში სითბო ნაკლებად იკარგება.
შესაბამისად, არსებული ფორმულა კარგი ორიენტირია, მაგრამ ზუსტ რიცხვებზე საუბარი სპეციალისტს შეუძლია.
რას განსაზღვრავს რადიატორის სექციების რაოდენობა?
სექციური რადიატორის მთავარი უპირატესობა მოქნილობაშია. სწორი სექციის რაოდენობით შერჩეული რადიატორი ზუსტად ერგება სივრცის საჭიროებას.
თითოეულ სექციას თავისი თბოგაცემის მაჩვენებელი აქვს – ეს მაჩვენებელი მწარმოებელს აქვს მითითებული.
თუ იცით, რა სიმძლავრე სჭირდება თქვენს ოთახს და რამდენ სითბოს გასცემს ერთი სექცია, მარტივად განსაზღვრავთ, რამდენი სექცია დაგჭირდებათ.
მაგალითად, თუ ოთახს 2000 ვატი სჭირდება, ხოლო კონკრეტული სექცია 150 ვატს გასცემს, მარტივი გაყოფით დაახლოებით 14 სექცია გამოდის.
ამ შემთხვევაშიც აუცილებელია კონკრეტული რადიატორის ტექნიკური მონაცემების შემოწმება.
მხოლოდ სექციების რაოდენობის მიხედვით რადიატორს ვერ შეაფასებთ. მთავარია, რა სიმძლავრე აქვს კონკრეტული ბრენდის კოლექციას.
ცენტრალური გათბობის სისტემის თავისებურებები
ცენტრალური გათბობის სისტემისთვის რადიატორის არჩევისას, ოთახის მახასიათებლებთან ერთად, თავად სისტემის პარამეტრებიც უნდა გაითვალისწინოთ.
მნიშვნელოვანია, რა ტემპერატურაზე მუშაობს სისტემა და რა ტიპის სითბოს გადამცემ მოწყობილობასთან გვაქვს საქმე. ერთი და იმავე რადიატორმა სხვადასხვა პირობებში შეიძლება განსხვავებული რაოდენობის სითბო გამოყოს.
ცენტრალური გათბობის რადიატორები მხოლოდ ვიზუალური მახასიათებლებით არ უნდა შევარჩიოთ. აუცილებელია მათი ტექნიკური მონაცემების გათვალისწინება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს თანამედროვე, ენერგოეფექტურ სახლებში, სადაც გათბობის სისტემის მუშაობის პრინციპი შეიძლება განსხვავდებოდეს ტრადიციული სისტემისგან.
მნიშვნელოვანია, რომ პრემიუმ ბრენდების რადიატორები აირჩიოთ. ისინი ეკოლოგიურად სუფთა, ლამაზი, მარტივად მოსავლელი და მდგრადია. გარდა ამისა, პირვანდელ იერსახეს წლების განმავლობაში არ კარგავენ და არც იატაკს, ახლომდებარე ავეჯს, კედელს ან ფარდას უკარგავენ პირვანდელ ელფერს.
გერმანული პრემიუმ ბრენდების კოლექციების შეძენა საქართველოში ყველგან შესაძლებელი სულაც არააა. საბედნიეროდ, თბილისში არსებობს სივრცე, სადაც ისინი ხელმისაწვდომია.
სად განვათავსოთ რადიატორი?
ერთი და იმავე სიმძლავრის რადიატორმა შესაძლოა სხვადასხვანაირად იმუშაოს იმის მიხედვით, თუ სად დაამონტაჟებთ. რადიატორის ეფექტურობა სამონტაჟო ადგილის პირდაპირპროპორციულია.
ტრადიციულად, რადიატორს ცივ კედელზე, შემოსასვლელთან, ფანჯრის ქვეშ ან მის გვერდით ათავსებდნენ ხოლმე. ამის პრაქტიკული მიზეზიც არსებობს.
საბოლოოდ, სასურველი შედეგი სამი კრიტერიუმის ერთობლიობით მიიღება. ესაა: სწორად გათვლილი რადიატორის სიმძლავრე, ხარისხიანი პროდუქცია და სწორი მონტაჟი.
რადიატორის მასალა
რადიატორის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ თბოგაცემის მახასიათებლებს, გამძლეობას, წარმოების ტექნოლოგიასა და კოროზიისგან დაცვის ხარისხს.
თანამედროვე პრემიუმ ბრენდების რადიატორებში გამოიყენება სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტა. არსებობს ტექნოლოგია, რომლის მიხედვითაც რადიატორის ლაზერული მეთოდით შედუღება ხდება. მისი გამოყენებით, რადიატორის შიგთავსი არის იდეალურად სუფთა, მეტალის დამწვარი ნაწილაკების გარეშე. სწორედ ეს ტექნოლოგია ქმნის სტაბილურობას, სანდოობას, ხარისხსა და უსაფრთხოებას.
მნიშვნელოვანია მოვლის სიმარტივეც. ხარისხიანი გათბობის რადიატორი მარტივად იწმინდება და ყოველდღიურ გამოყენებაში ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს. სწორედ ამიტომაა უმჯობესი, რომ პრემიუმ ბრენდებს ენდოთ.
რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად რადიატორის არჩევისას?
ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომა მხოლოდ ოთახის ფართობის გათვალისწინებაა. ფართობი მნიშვნელოვანი საწყისი მაჩვენებელია, მაგრამ არა ერთადერთი.
მეორე შეცდომაა რადიატორის სიმძლავრისა და ზომის ერთმანეთთან გაიგივება. დიდი რადიატორი ავტომატურად უფრო ძლიერი არ არის. მნიშვნელოვანია მისი რეალური თბოგაცემის მაჩვენებელი.
არანაკლებ მნიშვნელოვანია მონტაჟი. რადიატორის წინ ავეჯის მჭიდროდ განთავსებამ ან ჰაერის ცირკულაციის შეზღუდვამ შეიძლება მისი მუშაობის ხარისხზე იმოქმედოს. ეს პრობლემა შეიძლება სტანდარტულ რადიატორებს შეექმნათ, ხოლო პრემიუმ ბრენდების კოლექციებს ეს არ ეხებათ. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი მაღალი ხარისხი აირჩიოთ.
სწორად შერჩეული გათბობის სისტემა კი მხოლოდ კომფორტს არ ქმნის. ის საშუალებას გვაძლევს, ენერგია უფრო რაციონალურად გამოვიყენოთ და სახლში სტაბილური ტემპერატურა შევინარჩუნოთ.
გახსოვდეთ, რადიატორის სიმძლავრე განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად და თანაბრად გათბება სახლი. კომფორტიც ხომ სწორედ ესაა – როდესაც ცივ სეზონებს თბილად ატარებ, თანაც ნაკლები დანახარჯით.